ნაბოსტნევი
თუზი
თერჯოლა www tovliskaci.ge
იმერეთი
საქართველო
მაღაზიები: ბიბლუსი, პარნასი, საუნჯე
გადიას ვუმადლი წრთობილად ზრდას,
რა მშვიდად გადამაქვს, დღესაც რომ ვდუმ
გადიან ეს წლები, სტრიქონთა ფრთას
არ ვშლი და გგონიათ: არა ვწერ თუ?
ამქარში არ ვყავარ პოეტთა რიგს,
ვპოვე თვით და ვუძლებ წამებას რთულს.
ამ ქარში თუ ვდგავარ და ვუდრი იქსს,
პოეტი ამიტომ არა ვარ თუ?
დააცხრობს ბრიყვს ვინმე, ვინმე რომ ცნოს?
ბარიტონს ვინ ისმენს, გულიდან თქმულს,
არ აცხობს უფალი ჩემს კუთვნილ ცომს,
ამიტომ პოეტი არა ვარ თუ?
თქვეს ავი და კეთილს მიადგნენ მტრად,
რომ ფასი წმინდანის მიაკრან თულს,
თქვენსავით არ ვცურავ ტაშებში ბრმად,
კომპასი პოეტის მღალატობს თუ?
ჯიბო ჯიმერი